Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » და სულ ასე
|
ნექტარს ვსვამდი წყლისა ნაცვლად და ფუტკრები მომესია,ნაკვერჩხალი ელტვის ნაცარს და სიჩუმე პოეზიას,გუშინდელი ხვალინდელს და ხვალის სარჩო დღეს ვიშოვნე,ქალი თვალს რომ მარიდებდა, ახლა ელტვის ჩემს სიშორეს,
ახლა, როცა აღარ მინდა, აღარც დრო მაქვს, არც სურვილი,ციდან ცაზე გადაფრინდა ანგელოზი და სულ ვყვირი:-დაინახეთ მისი სახე! დაინახეთ რამხელაა!მსგავსი ჯერ თუ ვერსად ნახეთ, ბრმისთვის თვალის ახელაა
მისი ყოფნა, სიახლოვე, სიახლოვის შუქჩრდილები,დილას ღამე მიათხოვეს, ვინ მელტვის და ვის ვჭირდები,იმ ნაკვერჩხალს და იმ კოცონს, იმ ნაცარს და იმ სიჩუმესვეტყვი:- შენი ქება მომწონს, როცა კრთები მიღმა შორეთს,
როცა აფრენ ჩემს სულს შენსკენ და სურნელობ საივნისოდდა ბრძენნიც, რომ არსად შეცდნენ,- ყველაფერი გაივლისოდა სულს სავსე ნექტარს ვასმევ და ფუტკრებიც მომესიადა სულ ასე ერთად დგანან, სიჩუმე და პოეზია.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 587 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|