დახუჭე, თვალები დახუჭე, სინათლე ყველაფერს აფუჭებს, სიბნელე მათბობს და მაყუჩებს. არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ, თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს, ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს. გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე, შენი თითები მაჩუქე, შენი სიზმრები მაჩუქე, შენი ალერსი მაჩუქე, უღონო ტუჩები მაჩუქე, დილა და საღამო მაჩუქე და ამ ყველაფრის სანაცვლოდ დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..