მეგონა ძლიერი ვიყავი, თურმე სულ არ არის ასე, მეგონა ამაყი ვიყავი, ლაღი ჩანჩქერივით სავსე, მეგონა უდარდელი ვიყავი, ახლა ვერსად ვმალავ სახეს, მეგონა საოცნებო ვიყავი, ყველა მევლებოდა თავზე, მეგონა შენც გიყვარდი ყოველთვის სულაც არ ყოფილა ასე... გეგონა? იქნებ ეხლა ხარ ძლიერი როცა მიხვდი, რომ გეგონა იქნებ ეხლა ხარ ამაყი, როცა თავდახრაც გშვენის ლაღი ჩანჩქერის მშვენება, სევდის ტბას ნუთუ ემონა დარდი თვალებში ნატვრის, სიყვარულია ჩვენი მალული სახე წარმტაცი, მთვარეს მოვტაცე მეგონა გულში ყოველთვის მინთია, ის სიყვარული მწველი...