Mariam Kapanadze !! **
your slogan
ხუთშაბათი, 2024-09-19, 10:02 PM


მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები
თამაშები
პროგრამები
ფილმები
კურიოზები
სტატუსები...
სასაცილო ლექსები
ანეკდოტები
ტესტი
SMS
სხვადასხვა
ლექსები
ანიმაცია
გოგონებისთვის
ავტო-მოტო
სახალისო ვიდეოები
რჩევები

ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი საიტი geofun.ucoz.de
სულ პასუხი: 46

Block title

top
sms
კომენტარები: 0 ნანახია: 1003
სასიყვარულო სმს 'ები
კომენტარები: 0 ნანახია: 1313
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 1023
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 970
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 965

ძებნა

Block title

Block title

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » განცდა გარიჟრაჟზე
3:02 PM
განცდა გარიჟრაჟზე

1

დღეს წინათგრძნობა ამოვიტირე,

წინასწარ მივხვდი რა მატირებდა,

დღეს აგვისტოში, სიზმრად დილითვე

ცრემლი ამომყვა იმ მარტის თვედან,

როცა კი მივხვდი, რომ ასეთი ვარ

დაღვრისთვის სავსე და უცრემლოც კი,

მზეც სასაჩუქრედ გზად სპარსეთიდან

რიჟრაჟებს შორის დაუცხრომლად ზის,


2

ზის და სხივის ქვეშ ჩრდილი ერხევა,

ნაქარგი სითბო და გაბრუება,

ჩემი შემხვედრი, თითქოს ჩემხელაც,

რას მომაჩვენებს, რას მეუბნება,

სურნელი ასდის აისს დაწნილი

და ან დამსუსხავს და ან იმ ცრემლებს

გაამჭვირვალებს ნამით და ჩრდილით,

ჩრდილში კი სხივიც ტანს აიცეკვებს


3

და ცეკვის ჯადოს, ბოლო არ უჩანს,

დამლიოს, მჭამოს, ეგ არ მადარდებს,

სუნთქვას და თრთოლვას, როგორც საუნჯეს

დღეს აგვისტოდან, ისევ მარტამდე

მინდა გატანდე ყოველ წელიწადს,

შენ ჩრდილებს აფენ სიზმარს, დილითვე,

მე უმიზეზო ზოგჯერ ცრემლიც მწამს,

წინათდრძნობადვე ამოვიტირე,


4

წამს ხელი ვტაცე, იმწამს გავუშვი,

დროს განდინებაც თითქოს ვადროვე

და სუნი მეცა ჩემი ბავშვობის,

ზრდასრული ზეცაც, როგორც ამდრომდე

დამყურებს ახლა და ღრუბლებს იცვლის

და სულ იზრდება, მიახლოვდება

და ცრემლი ჩემში კვალია ნისლის

და სურვილებიც მექცნენ ცოდვებად


5

და მგონი ვხვდები რას ნიშნავს ცოდვაც

და ვიცრემლები, ვხარობ და ვნანობ

და ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე

განგება ჩემი, განმაგებს მარტო

და ვმსუბუქდები და ვიწმინდები,

როცა ჩემს სულზეც შუქის კვალი ჩანს

და ღამეებიც ღრუბელწინდებით

ცაზე დადიან დღეთა ხალიჩად,


6

ვინ ვისთვისა ვართ ძაფად ხალიჩის,

”მე თუ მენდობი, მოწამედ მენდე”,

მახსოვს სიტყვები, მე აქ დავიცდი

ივნისის დღესთან ოცდამეერთედ,

წლის შუაგულიც ივნისის თვედ მაქვს,

ის ოქროს კვეთა, მზე რაზეც გადის,

გზად სხვა მნათობიც მიმოირხევა

და ხმას გამოსცემს სინაზე მათი,


7

მიმოირხევა შენში ცის სულიც

მისი ცრემლი კი, მე მეცრემლება,

მისი ნამი კი, მე მენამება

საფირონებად, ოქრო-ვერცხლებად,

თანდაყოლილი, შენით თანმდევი, 

წვეთი დავიდე მე ხელისგულზე,

როცა კი შენს ხმას, სადაც ავყევი

იქვე ავცრემლდი და აგისუნთქე.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 610 | დაამატა: marikuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

Block title

შესვლის ფორმა


saati

top

null marikuna
null466
null40
null1


null mako
null10
null1
null0


null xatia
null1
null3
null0


null dako_17
null0
null0
null0


null yoooooo
null0
null0
null0


ჩანაწერების არქივი

კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე]

Mtvlelii
www.wsa.ge

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz