Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » გეძინა
|
დილას დაგხედე. გეძინა. თვალი გიკრთოდა.წამწამზე გეკიდა თითქოს სიზმარი.დიდხანს გიყურე... გეძინა...და თან ვფიქრობდი,– ახლა მზის ნამითრომ გესხივოსნო, რომ გაგაღვიძო,ასე შიშველი, ასე მძინარე,დილა ემგვანა თითქოს ღვინოს რომსუნთქვა დაგითროს, ხილვა–მდინარეშემოეშიშვლოს ხილვა–ჩვენებასდა ისურნელონ ბაღი კვირტებმაც,სიზმრად მიცურავს, მიესვენება,მიყვარს, მომწონს და მესათნოებაასეთი დილა... გეძინა...თმები, ტუჩები, წელიც გიკრთოდა,ტანზე მოგხვიეს ჩრდილი სხივებმალოგინს აპნიეს მტვერი მინდორთა,შემოუგროვეს თეძოებს სითბო,ბროწეულიც კი დასკდა და შედგა,თითქოს ოთახში შემოსვლას ითხოვსთითქოს აპირებს გაწოლას შენთან,...ხელი, ხალი, ყელი და წვივი,ცხელი რკალით მუცლიდან ღვივისდა შენს სიზმარსაც მოუწევს მოცდა,რიჟრაჟი ტკბობას დაგიწყებს როცა...სიზმარს სიცხადედ ვერჩივნე,ვფიქრობდი დავწვე შენს წინ ანშენს უკან, შენთან, შენშივე,დილას დაგხედე... გეძინა.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 629 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|