Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » Have a nice day
|
Have a nice day, გეტყვის გამვლელი
და მერე მთელი დღე ამ სიტყვით სავსე ხარ,
რამდენი, რამდენი, მართლაც რამდენი
გივლია თითქოს, იფიქრებ შენთვის
და გზას აგრძელებ, ასი იმდენი
ისევ წინა გაქვს ჯერ გასავლელი
ვიდრე ნაბიჯებს უკან მოითვლი,
ყოველი მათგანი გაბრუნებს თავთან,
უკან თავისკენ მაინც წინ მიიწევ,
რატომღაც გჯერა და თავს კარგად გრძნობ
და წრეც იკვრება შენივე ნაბიჯით
წრის შუაგულში შენვე დადგები
და აღარ ითხოვ პასუხებს კითხვებზე
შენ უკვე იცი ეს ყველაფერი
და თითქოს ამინდიც თავს იმიზეზებს
და შვილად ყავხარ ღმერთს მერამდენედ,
ამას ვინ მოთვლის, შენ შემოგევლე,
ყველა გამვლელში ერთად ირეკლებით
შენ და ღმერთი და სხვა შენობები
და სურვილები, მისწრაფებანი,
Have a nice day, გესმის და კარგად ხარ
და გზას აგრძელებ შენივე თავისკენ,
ნეტავ ის მხარე დღეს დამენახა
მე საიდანაც ათვლა დავიწყე
სიცოცხლის ათვლა სუნთქვასთან ერთად,
ან ვინ რა იცის წინ რა მოელის,
თავი სააქაოდ ვინც განიღმერთა
ღმერთად კი დარჩა, მაგრამ დროებით,
ხან დროში ზიხარ, ხან განუდგები,
ხან მას წინ უსწრებ შენი თავისკენ,
შენ გაქვს ცოდნის და ფრენის უფლება
სადაც ამთავრებ იქვე დაიწყებ,
თავის მოსმენას და განკაცებას
და დროებითი ხიბლიც გაქრება
და ხიდზე დგები ორ ნაპირს შორის
ზეცაც ყოფილა თურმე რამხელა
გაიფიქრებ და გამვლელი ისევ
Have a nice day, ჩაგივლის, გეტყვის
და როცა სული ძილისკენ გიწევს
სიზმრად გახურავს საბანი ღმერთის.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 582 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|