Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » იქნებ ბოდვაა იქნებ და არა
3:26 PM იქნებ ბოდვაა იქნებ და არა |
ლოდად ვიქეცი და დაველოდე, ვინმე შემხვედრი გამოჩნდეს-მეთქი, თითქოს ქალაქი ვაგე მე ოდეს, ზღვებიც ვაგემე ტალღების ხეთქვით,
ვიქეცი ცად და ცის სამკაულად, სისხლად ვიქეცი გეთსემანიის, კვალი მოვძებნე, კვალს სად წაუვალ, დღეს შემომესმა ბედზე ხმა იის,
იქვე ვიქეცი ბგერად, მუსიკად და მერე გავხდი სიზმრების დარდი, სატელიტებით ტრანსლირებული, ელექტრონული ყვავილი, ვარდი,
გადავიქეცი ციფრებად, თვლებად და ინტერნეტის ვე ვე ვეც გავხდი, ლოთიც ეგრევე წამში რომ თვრება, წამით საათის შევკარი ლახტი
და მერე რაღაცად ვიქეცი კიდევ და ის რაღაცა გახდა ამბორი, რა ღრმა ცა არის, სამყაროს კიდე, იქნებ საარი? დილის გამგონი,
იქნებ მიყვარხარ? იქნებ და არა? იქნებ გამიყოს სიჩუმემ ჩქამი? იქნებ ლექსებმა გამაანკარა? ვიწყებ ფორიაქს, შენ მომეჩქარი,
დრო უკან მომდევს, ტალღების ხეთქვით, მდინარეებიც ათრევენ ლოდებს, ერთი მდინარე დალხენით მეტყვის,- ნაპირთან მოვალ, გზად დამელოდე,
გზა კი გრძელია, გზაა მტვრიანი, ვინ შემომხვდება კაცმა არ იცის, მტერი, მოყვარე, ინი, იანი, ან ნარინჯები, შორი დაისის.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 672 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|