Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ხანდახან
|
არავის ვამართლებ, ბრალსაც არვის ვდებ, არ ვეძებ საბაბს, არ ვეძებ მიზეზს, შენ თუ გამათბობ, მეტსაც მოვითმენ ვენდობი ღმერთს და მესსიას, Jesus,
არავის მივყვები, მეც არვინ მომდევს, ახლა ჩრდილები თუ გამიგებენ, ბაღის ჩრდილები, ვაშლის ხეც ღობეს ისე დააწვა, თითქოს ვიგემე
დღე სამიჯნურე და ღამე, ივლისი, მეშვიდე თვეა ზაფხულის ნიჭით, შენს მოსაძებნად სად არ ვივლიდი, მაგრამ არ გეძებ, მე ახლა მიჭირს
აგიხსნა რატომ, რატომ ვმარტოობ, ჩრდილები მართლაც რა წარმტაცია, ხან ვიხიბლები, მათით ვსაზრდოობ ხან გამიტაცებს მედიტაცია,
ხან შენს სიშორეს ისე ვეჩვევი, როგორც ერთ სოფელს ეჩვევა მგელი და აუხსნელი ნდობით, ეჭვებით, გადიან ღამენი, გადიან დღენი,
გადიან წლები, საუკუნენი, მათი გმირებიც ერთმანეთს სცვლიან, ხან ვსნეულდები, ხან ვიკურნები, ხან ადრე ვდგები, ხან ვწვები გვიან,
დროდადრო ვიჭერ მე ჩემს სამშვინველს, დიდ ოქროს კვეთას სიკვდილ–სიცოცხლის, მთვარის სახებაც ზოგჯერ მაშინებს და მზის ამოსვლაც მიკვირს, ვიცოდი
ბავშვობიდანვე, თითქოს ხმა მეცნო და მწვერვალებზე სხივნი მთის ნებით ანგელოზებთან თვლემენ და მეც რომ ალბათ ჩემივე, თავს ვესიზმრები.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 596 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|