ღმერთმა სიყვარული შექმნა, სანთელი მისცა ხელში. -წადი,იარეო ქვეყნად, ნათელი შეიტანე ბნელში. გული გაუთბეო ყველას, ვინც კი გულდამზრალი ნახო, იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს! -რატომ?-შეცბა სიყვარული. -მაგასაც კითხვა უნდა? შეყვარებული კაცი, ღმერთზე დიდიაო მუდამ.