ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც გაჭირვებული და შეურაცხყოფილი ქალი თავს დაიწვავს უიმედობისგან და იმის შეურაცხმყოფელი მინისტრი თაიგულს გაუგზავნის და კუბოს ფულს დადებს ხალხი კიდე იტყვის, რა კაი გულის კაცი ყოფილა, ე ოჯახაშენებულიო!
ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც ქურდებს იმიტომ ებრძვიან, რომ თავად არიან ქურდები და სადაც ბოზს მანამდე უძახიან ბოზს, სანამ გამინისტრდება.
ეს იმ ქვეყანას გაუმარჯოს, სადაც მინისტრები ჯერ მოიმინისტრებენ და მერე კი სწავლას შეუდგებიან აბა, სულ დებილები ხომ არ უნდა ვიყოთო!
ეს იმ ქვეყნის თავს გაუმარჯოს, თავის შეჭაღავებული თავი რომ ვერასდროს დაუვარცხნია და ქვეყნის ჯიბეს კი ისე კრეჭს და ვარცხნის, რომ ერთი ვალის გასასტუმრებლად ვადაზე ადრე მეორეს იღებს თადარიგიანი!