Mariam Kapanadze !! **
your slogan
ხუთშაბათი, 2024-09-19, 11:39 AM


მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი რეგისტრაცია შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სურათები
თამაშები
პროგრამები
ფილმები
კურიოზები
სტატუსები...
სასაცილო ლექსები
ანეკდოტები
ტესტი
SMS
სხვადასხვა
ლექსები
ანიმაცია
გოგონებისთვის
ავტო-მოტო
სახალისო ვიდეოები
რჩევები

ჩეთი

ჩვენი გამოკითხვა
როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი საიტი geofun.ucoz.de
სულ პასუხი: 46

Block title

top
sms
კომენტარები: 0 ნანახია: 1003
სასიყვარულო სმს 'ები
კომენტარები: 0 ნანახია: 1313
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 1023
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 970
სტატუსები..
კომენტარები: 0 ნანახია: 965

ძებნა

Block title

Block title

MusicPlaylist
Music Playlist at MixPod.com

მთავარი » 2012 » აპრილი » 22 » m[
8:21 PM
m[

გონორეა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს ბაქტერია ნეისერია გონორეა. ძირითადი სიმპტომები კაცებში არის წვის შეგრძნება მოშარდვისას, გამონადენი პენისიდან. ქლებში – უმეტესად ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ ნაწილს აქვს გამონადენი საშოდან და ტკივილი მენჯის არეში.  კაცებშიც და ქალებშიც თუ არ მოხდება გონორეას დროული მკურნალობა მას შეუძლია გავრცელდეს ირგვლივდემდებარე ქსოვილებში და გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი(მამაკაცებში), მენჯის ანთებითი დაავადება, გავრცელება მთელს ორგანიზმში. გონორეამ შეიძლება დააინფიციროს  სახსრები და გულის სარქვლები.


ნიშნები და სიმპტომები – ქალების ნაწილში  გონორეა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ნაწილში კი, ახასიათებს გამონადენი საშოდან, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, ტკივილი სექსუალური აქტის დროს,. კაცებში სახასიათოა მოთეთრო ჩირქოვანი გამონადენი პენისიდან,  წვის შეგრძნება მოშარდვისას. გონორეას ინკუბაციური პერიოდი 2-30 დღეა. უმეტესობა ადამიანში კი პირველი ნიშნები აღმოცენდება ინფიცირებიდან (როგორც წესი სექსუალური აქტიდან) 4-6 დღეში.


მიზეზი- გონორეის გამომწვევია ბაქტერია- ნეისერია გონორეა.  ინფექცია გადადის სქესობრივი გზით -  ვაგინალური, ორალური, ანალური სექსით.   კაცებს აქვთ 20% -იანი რისკი გონორეიან ქალთან ერთჯერადი სექსუალური აქტით დაინფიცირებით. ხოლო ქალებს დაახლოებით 60-80 % იანი რისკი აქვთ დაინფიცირების.  გონორეას გავრცელება შესაძლებელია აგრეთვე დედიდან შვილზე, აგრეთვე მშობიარობისას  შესაძლებელია დაინფიცირდეს ახალშობილი რის შედეგადაც მოხდეს ინფეციური პროცესები თვალის კონუქტივაზე.  ამ ინფექციას ახალშობილთა კონუქტივიტი ჰქვია.


დიაგნოზი -სთვის ხდება ნაცხის აღება შარდსადენიდან. ხდება მასალის გრამის წესით შეღებვა  და დაკვირვება მიკროსკოპის ქვეშ. გონორეა გრამ უარყოფითი დიპლოკოკია, რომელიც უჯრედის შიგნით ბინადრობს. თუმცა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით დიაგნოსტირება ბოლო წელებში უფრო ხშირი და გავრცელებული გახდა.თუ მკურნალობის დაწყების შემდეგ შედეგი ვერ იქნა მიღწეული  მაშინ აუცილებელი ხდება კულტივირება და ბაქტერიების ანტიბიოტიკების მიმართ მრძნობელობის განსაზღვრა.   ძირითადად სამკურნალოდ გამოიყენებ(ოდა)ა ცეპტრიაქსონი (მესამე თაობის ცეფალოსპორინი).  თუ პაციენტი ალერგიულია ამ დაავადების მიმართ, გამოიყენება სპექტინომიცინი, ან ციპროფლოქსაცინი. პაციენტი აგრეთვე ნამკურნალევი უნდა იქნეს დოქსიციკლინით ან აზიტრომიცინით (ქლამიდიის წინაააღმდეგ) რადგან ხშირად გონორეას თან ახლავს თანმხლები ინფექცია ქლამიდია 50% ში.


ყველა ადამიანი ვინც გონორეაზე იქნება დიაგნოსტირებული, აუცილებელია შეისწავლონ სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე: ქლამიდია, სიფილისი, აივ-ინფექცია.


განვითარებულ ქვეყნებში დგას საკითხი რათა ხდებოდეს გონორეაზე სკრინინგი იმ ქალებზე, რომლებიც  სქესობრივად აქტიურები არიან და ნაკლებნი არიან 25 წელზე. სკრინინგი არ ეხებათ მამაკაცებს (დაბალი რისკის გამო).


პრევენცია – გონორეის გავრცელების რისკს ამცირებს კონდომების ხმარება და მონოგამური ურთიეთობები არაინფიცირებულ პარტნიორებს შორის.


მკურნალობა-2010 წლისთვის ერთ ერთ ყველაზე ეფექტურ სამკურნალო საშუალებას გონორეას წინააღმდეგ წარმოადგენდა საინექციო ცეფტრიაქსონი.


პენიცილინი, ტეტრაციკლინი, ფტორქუინოლონები ითვლებოდნენ გონორეას სამკურნალო საშუალებად, თუმცა ამ დროისთვის ეს ანტიბიოტიკები აღარ არის რეკომენდირებული გონორეას მაღალი რეზისტენტობის გამო.  გონორეათი ინფიცირებული სექსუალური პარტნიორის კვლევა და საჭიროებისამებრ მკურნალობა აუცილებელია.


გართულებები:  თუ გონორეას მკურნალობა არ მოხდა დროულად (რამოდენიმე კვირაში)  ვითარდება სხვადასხვა სახის გართულებები: კანზე გამონაყარი(პუსტულები ან პეტექია)


სეპტიური ართრიტი, მენინგიტი, ენდოკარდიტი. ეს გართულებები ვითარდება დაახლოებით ინფიცირებული ქალების 0,6-3% და ინფიცირებული მამაკაცების 0,4,7%-ში.


მამაკაცებში ვითარდება ეპიდიდიმიტი, პროსტატიტი, ურეთრიტი. ქალებში გონორეა  საშვილოსნოს ყელში არსებული გონორეული ანთება შეიძლება გართულდეს და გამოიწვიოს, ანთებითი პროცესებისაშვილოსნოში ( ენდომეტრიტი),  ფალოპის მილების ანთება ( სალპინგიტი) , საკვერცხეების ანთება.  რთულდება მენჯის ანთებითი დაავადებით,  პერიჰეპატიტით, უნაყოფობით,   სეპტიური აბორტით, ქორიოამნიონიტით(ორსულობის დროს). ახალშობილებში კონუქტივიტს შესაძლოა სიბრმავეც კი მოჰყვეს.


გონოკოკური ბაქტერემია: გონორეამ შეიძლება შეაღწიოს სისხლში, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, სახსრების ტკივილით, კანის დაზიანებით, პერიკარდიტით, ენდოკარდიტით, მენინგიტით, ასეთი გართულებები იშვიათია, მაგრამ ძალიან სერიოზული შედეგებით ვლინდება.


სეპტიური ართრიტი: გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დაზიანება, თავიდან იწყება სახსრებისშეშუპებით ტკივილით და მაღალი ტემპერატურით,  მკურნალობის გარეშე გონორეას შეუძლია სახსრების სერიოზული პროგრესიული დესტრუქცია გამოიწვიოს .


ვაგინალური ინფექციების პრევენციისთვის ახალშობილებს თვალში აწვეთებენ ერითრომიცინს ან მას კრემის სახით უსვამენ თვალებზე.


გონორეამ ქალებში შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა, როდესაც ფალოპის მილებშიმიმდინარეობს ანთებითი პროცესები ხდება მათი დახშობა და სპერმას უჭირს მათში გაღწევა.


კატეგორია: პროგრამები | ნანახია: 1007 | დაამატა: marikuna | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სწრაფი რეგისტრაცია

Block title

შესვლის ფორმა


saati

top

null marikuna
null466
null40
null1


null mako
null10
null1
null0


null xatia
null1
null3
null0


null dako_17
null0
null0
null0


null yoooooo
null0
null0
null0


ჩანაწერების არქივი

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე]

Mtvlelii
www.wsa.ge

Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz