პოემაში "ბედი ქართლისა” შესანიშნავია არა მარტო ისტორიული ამბის თხრობა, არამედ ქართველი ხალხის აქტიური სულის ჩვენება და ის დიდი ეროვნულ-საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც თხზულების შინაგან ღერძად გვევლინება.
პოემაში "ბედი ქართლისა” ასახულია საქართველოს გმირული წარსულის დაუვიწყარი მოვლენა – კრწანისის ბრძოლა, რომელიც გადაიხადა ერეკლე მეორემ თბილისის კარებთან 1795 წელს. ნ. ბარათაშვილი მაღალმხატვრული ოსტატობით გვისურათებს ქართველი ხალხის ისტორიის ამ ტრაგიზმით აღსავსე ამბავს. პოემის პირველივე სტრიქონებიდან ჩვენ გვესმის ერეკლე მეორის შთამაგონებელი ხმა. ეს არის მხცოვანი გმირი მეფის მხურვალე ლოცვა ომის წინ, რასაც მალე ცვლის მისი გამამხნევებელი დარიგება ქართველი ჯარის მიმათ: