დამებნა სიტყვა, დავკარგე რითმა, სიმშვიდის ხავსი მოედო ფიქრსაც. გული დამშვიდდა, თითქოს გაცივდა, ყველა ტკივილი დაცხრა,დაწვრილდა. თითქოს ქვეყანა უცებ გარინდდა, ყველა სურვილი სადღაც გაფრინდა, თითქოს მზე ცაში მართლა გაფითრდა, მე კი არ ვიცი,ახლა რა მინდა. აღარც დარდია, აღარც იარა, არც სიხარული გამაჩნია რა. გრძნობამ მიარა, გზად ჩამიარა და ყველაფერმა გადამიარა!