Block title |
|
top |
sms კომენტარები: 0 ნანახია: 1009 |
|
| | |
| მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » სულ მოვისწრაფი ასე შენდამი
3:08 PM სულ მოვისწრაფი ასე შენდამი |
დავნიშნე ქუჩა. ნაბიჯით. დავნიშნე ღამე. სიზმრით. დავნიშნე სიჩუმე. სიტყვით. დავნიშნე ბედისწერა. ცხოვრებით. დავნიშნე სიკვდილი. დაბადებით. დავნიშნე დილა. სიფხიზლით. დავნიშნე საიდუმლო. მარხვით. დავნიშნე რწმენა. იმედით. იმედი დავნიშნე სიყვარულით. სიყვარული კი დანიშნა ღმერთმა და წამით ღმერთი, გახდა ნიშანი,
ყველა ნიშანი, შეუცნობადის ამოვიკითხე, ამოვიცანი, ცანი ხარობენ სულის მარცვალით, ის უსასრულო ცათანი ცანნი,
ხარობენ რადგან, ალბათ მანდა ხარ, სევდა შუქების სახეზე გადევს და სევდა ახლდა ძველსა და ახალს სიცოცხლეს ჩვენსას, ვარსკვლავით თავზე,
შთაგონებათა დიდი სანიშნე, აღფრთოვანება, სიმარტოვისთვის მე ყველა სიტყვა სისხლით დავნიშნე, ან სიმარტოვეს, ვინ სად მოითვლის,
მე ხომ მიყვარხარ და სულ მიყვარდი და ჩემ სიყვარულს არა აქვს ახსნა, ვიბანდე ღამეს, დილის პირბადეს, თუ ვინმე მოკვდა, მკვდრეთითაც აღსდგა
და დამიბრუნდა ჩემივე სუნთქვა, თან მომიტანა სხვა სურნელება, სულ დამჩურჩულებს ბაგესთან, ყურთან, რაც სულს ენება, რაც გულს ენება,
იქ ვიბადებით, აქ როცა ვკვდებით, თავს სად იჩენენ დარდნი, სევდანი, ასე შენდამი დიდი სისწრაფით სულს მოვისწრაფი ასე შენდამი.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 582 |
დაამატა: marikuna
| რეიტინგი: 0.0/0 |
| |
| |
| | |
|
Block title |
სტუმარო, გვიხარია რომ გხედავთ, მაგრამ გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
სწრაფი რეგისტრაცია
|
Block title |
|
saati |
|
|